სომხეთში ქალებს შეეძლებათ ნებაყოფლობით საფუძველზე გაიარონ ექვსთვიანი დროებითი სამხედრო სამსახური

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურის შინაარსი და სტრუქტურა უნდა შეიცვალოს და ის პროფესიულ არმიაზე გადავიდეს. „მოხარული ვარ, რომ, როგორც ჩანს, შევდივართ პრაქტიკულ ეტაპზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმის განსახორციელებლად, როდესაც ქალებს შესაძლებლობას მივცემთ გაიარონ ნებაყოფლობით ექვსთვიანი დროებითი სამხედრო სამსახური და „სომხეთის დამცველის“ ლოგიკიდან გადავალთ გრძელვადიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე“. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა შეიარაღებულ ძალებში ქალებისთვის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის საკითხს.
სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტი შემუშავებულია და საჯარო განხილვაზეა განთავსებული. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ზამთრის მობილიზაციის ვადები დავიცვათ“, – განაცხადა მან და პროგრამის დაწყების თარიღებზე ისაუბრა.







