„ფითჩმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის „B+“ რეიტინგი, შეცვალა პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „დადებითად“

სარეიტინგო სააგენტო „ფითჩმა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული „B+“ რეიტინგი უცხოურ ვალუტაში და ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიანი ვალდებულებების გამოშვებისთვის, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „დადებითამდე“ შეცვალა, იუწყება სომხეთის ფინანსთა სამინისტრო.
სომხეთის სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გადახედვის საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკის დადებითი დინამიკა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაზეც დადებითად იმოქმედა ხალხისა და კაპიტალის მნიშვნელოვანმა შემოდინებამ, საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებულმა შესრულებამ და ვალის ტვირთის შემცირებამ, ეკონომიკის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ.
კერძოდ, ნიშანდობლივია სომხეთის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2022წ. შეფასებულია 11.6%-ით, რაც ყველაზე მაღალია ბოლო 15 წლის განმავლობაში.
სააგენტოს ცნობით, სომხეთი გამოირჩევა ძლიერი მმართველობითი მაჩვენებლებით, ასევე მყარი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოებით და რეფორმების მიმართ სანდო ვალდებულებით.







