
19-დან 22 თებერვლამდე სომხეთში იმყოფებოდა საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლე ჰავრის მერის ედუარ ფილიპის ხელმძღვანელობით დელეგაცია, რომელშიც ასევე შედიოდნენ ევროპარლამენტის წევრები. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ფრანგი ოფიციალური პირები ჯერ გორისში იმყოფებოდნენ და შეხვდნენ ლაჩინის დერეფნის დახურვის შედეგად სიუნიქში დროებით შეფარებულ, ასევე 44-დღიანი ომის შედეგად ბერძორიდან და აღავნოდან დევნილ არცახ მოქალაქეებს. რის შემდეგაც შეხვედრები ჰქონდათ სომხეთის ხელმძღვანელებთან. ვიზიტის დასასრულს დელეგაციის წევრებმა უპასუხეს რამდენიმე მედიის, მათ შორის საზოგადოებრივი რადიოს შეკითხვებს.
ევროპარლამენტის ფრანგ დეპუტატს ნატალი ლუაზოს ეჭვი არ ეპარება, რაც მოხდა 2021 წლის სექტემბერში სომხეთის საზღვრების 3 მიმართულებით: სიუნიქში, ვაიოც ძორში და გეღარქუნიქში. ის არ ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის პრინციპებს, რომლებიც ახლა დებატების საგანია, მაგრამ აზერბაიჯანის შემოჭრას დემარკაციის პროცესით არ განაპირობებს.
„ყველამ ვიცით, რომ საბოლოო დელიმიტაცია მშვიდობის დამყარების ერთ-ერთი პირობაა და სასურველია, რომ ამ კომისიის მუშაობამ წინ წაიწიოს. ამასთან, ვერავინ უარყოფს, რომ ის, რაც სექტემბერში მოხდა, იყო სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა. დასახლებები, რომლებიც სამიზნე იყო, არის სოფლები, რომელთა მაცხოვრებლები სომხები არიან, ეს არის სოფლები, რომლებიც სომხეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეა, ამიტომ ეს იყო აშკარა შეჭრა სომხეთის ტერიტორიაზე“.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ მიიღო მოხსენება სომხეთის შესახებ, რომელშიც აზერბაიჯანს მოთხოვნა წარუდგინეს დაუბრუნდეს თავის წინა პოზიციებს. დეპუტატ ლუაზოს დაკვირვებით, რეალობა შემდეგია.
„ამ მომენტისთვის აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზეა. ხშირად გვსმენია, რომ აზერბაიჯანი ითხოვდა მისი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. სომხეთსაც აქვს ამის უფლება და ეს განხილვის საგანი არ არის“.
საფრანგეთის დელეგაცია სომხეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ლე ჰავრის მერი, 2017-2020 წლებში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი. მისი თქმით, ვიზიტს რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს: სომეხი ხალხის მხარდაჭერა, სიტუაციის ადგილზე გაცნობა და საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ მისი გაცნობა.
დელეგაციამ გადაწყვიტა დაბალანსებულიყო ვიზიტი და არ შემოიფარგლა მხოლოდ ერევანში შეხვედრებით. ჯერ გორისში იმყოფებოდნენ და შეხვდნენ სომხეთ-არცახის გზის ჩაკეტვის გამო სიუნიქში დროებით შეფარებულ, ასევე ბოლო ომის შედეგად ბერძორიდან და აღავნოდან დევნილ არცახელებს. მეორე დღეს ისინი ერევანში სრ ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტი სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას დაემთხვა. ვინაიდან ევროპარლამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ მისიის 100 წევრიდან 50 არის უიარაღო დამკვირვებელი, ნატალი ლუაზო საჭიროდ მიიჩნევს დამკვირვებელთა მანდატის გარკვევას.
„მისიის შემადგენლობაში იქნება მაქსიმუმ 100 ადამიანი, მხოლოდ ამ მომენტში მოახერხეს 50 ადამიანის მობილიზება. უახლოეს კვირებში მისია შეივსება, იქნება მთლიანად სამოქალაქო, არ იქნება შეიარაღებული, განახორციელებს პატრულირებას, რათა არ მოხდეს შეჭრა, შეტაკება, ძალადობის ესკალაცია. ეს ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანია და დასაფასებელია ევროკავშირის მხრივ, რომლის მთავარი მიზანია ადგილობრივ მოსახლეობაში ნდობის შთანერგვა“.
საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ედუარ ფილიპის განცხადებით, მისიის დამკვირვებლების სომხეთში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია რამდენიმე თვალსაზრისით:
„ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი სიახლეა სომხეთისთვის. ეს იმის ნიშანია, რომ ევროკავშირი მობილიზებულია, რათა გამოაგზავნოს წარმომადგენლები, რომლებიც შეძლებენ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის ჩაწერას და დოკუმენტირებას, ამავდროულად ეს ძალიან კარგი ამბავია ევროპისთვის, რადგან დიდი ხანია ევროპას ასე სწრაფად არ უმოქმედია სომხეთის ინტერესის სასარგებლოდ“.
სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის გადაწყვეტილება პრაღაში იქნა მიღებული ძირითადად საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ძალისხმევით. სწორედ ეს ძალისხმევა აწუხებს ბაქოს, რომელიც ადანაშაულებს საფრანგეთს მიკერძოებულობაში და ამ საბაბით ცდილობს გაანადგუროს პრაღაში ჩამოყალიბებული ოთხმხრივი მოლაპარაკების ფორმატი. ამის მიუხედავად, საფრანგეთს გადაწყვიტილი აქვს გააგრძელოს მოლაპარაკებების პროცესი.
„საუკეთესო ფორმატი იქნება ის, რომელიც სერიოზული დისკუსიების და სანდო და შემოწმებადი შეთანხმებების მიღწევის საშუალებას მისცემს. ნებისმიერი ასეთი ფორმატი ჩვენთვის მისაღები იქნება. და, სხვათა შორის, გასაკვირი არ უნდა იყოს ის, რომ საფრანგეთი განუწყვეტლივ უცხადებს მხარდაჭერას სომხეთს, რადგან როცა ერთ სიტუაციაში არსებობს აგრესორი და აგრესიას დაქვემდებარებული, ვფიქრობ, აზრი არ აქვს შეხსენება, რომელია აგრესიას დაქვემდებარებული ქვეყანა, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას”.
სომხეთს არ აკლია საფრანგეთის მხრიდან მხარდაჭერის გარანტიები, მაგრამ არ არსებობს ეფექტური ბერკეტები, რათა აიძულონ აზერბაიჯანი გახსნას ლაჩინის დერეფანი. მოწოდებად დარჩა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუცია, რომლითაც დეპუტატები მთავრობას აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ელიან. ედუარდ ფილიპი ამ ფრთხილ პოლიტიკას ასე ხსნის.
„მე კარგად ვაცნობიერებ, რომ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გამოვლინებები, რა თქმა უნდა, აუცილებელია და ძალიან დასაფასებელია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი რაიმე სიტუაციის შესაცვლელად ან კონფლიქტის მოსაგვარებლად. მე მჯერა სანქციების ეფექტურობის, თუ მათ გამოიყენებენ საკმარისი რაოდენობის ქვეყნები, მაგალითად, ევროკავშირი და შეერთებული შტატები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი გვერდის ავლა ძალზე ადვილია. მეორეც, ჩვენ შევხვდით სომხეთის პრემიერ-მინისტრს და მისი მიზანია აზერბაიჯანთან მშვიდობის მიღწევა. თუ ეს მისი პრიორიტეტია, მაშინ ის ჩვენიც უნდა იყოს“.
ედუარდ ფილიპის აზრით, ფორმულა, რომლითაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს, მარტივია: საერთაშორისო პლატფორმებზე თვალსაჩინო გახდეს სომხეთში არსებული ვითარება და აიძულოს მისი მოქმედებაში მოყვანა. საფრანგეთის წყალობით ეს საკითხი ევროკავშირში განიხილება, ამბობს ფილიპი და იმედოვნებს, რომ დისკუსია გაეროს უსაფრთხოების საბჭომდეც მივა.







