სომხეთის მთავრობამ განბაჟების ვადების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის პრეზიდენტის რუსტამ ბადასიანის თქმით, ეს პროექტი საზღვრის გადაკვეთის სიჩქარის საკითხს აგვარებს. „ახლა საგუშაგოებზე ტრანსპორტის გადასვლა ხდება ქვეყნის შიგნით სატრანზიტო დეკლარაციით და არის სიტუაციები, როცა ერთ სატვირთო მანქანაში 10-15-20 მიმღების ტვირთია და თითოეულ მათგანს ცალკე სატრანზიტო დეკლარაცია უნდა ჰქონოდა. ამჯამად სესაძლებელი გახდა ერთი დეკლარაციის შევსება, რაც მეტად დაზოგავს დროს“,- განაცხადა მან.
ბადასიანმა შენიშნა, რომ საგუშაგოებზე დატვირთვა გაიზარდა. „2022 წელს მოვემსახურეთ 240 ათას დეკლარაციას, როცა ეს მაჩვენებელი 2021 წელს 158 ათასი იყო“.
ამ საკითხს შეეხო პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც. „თეორიულად, ერთ სატვირთო მანქანაში შეიძლება იყოს 20 მომხმარებლის ტვირთი. ადრე ეს ნიშნავდა რიცხვით 20 დეკლარაციას, 15 წუთის განმავლობაში უნდა შეივსოს. ახლა არის შესაძლებლობა, ყველა იმ ტვირთზე შეივსოს ერთი დეკლარაცია, რისთვისაც ელექტრონული სივრცე გაიხსნება და სხვა მფლობელები ელექტრონულად შეავსებენ მას“.







