მიკროჩიპების მწარმოებელი კომპანია Microchip Technology სომხეთში შემოდის

ამერიკული კომპანია Microchip Technology, რომელიც მიკროჩიპების წარმოებით არის დაკავებული და საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 50 მილიარდი დოლარია, სომხეთში წარმომადგენლობას გახსნის, ამის შესახებ „Tech.news.am“-ის მიხედვით ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ორი წლის წინ Microchip Technology კომპანიამ მიაღწია წინასწარ შეთანხმებას Instigate-ის კომპანიების ჯგუფთან სომხეთში ერთობლივი გუნდის შექმნაზე.
„დღეს კი Microchip Technology, რომელმაც შეიძინა Instigate Semiconductor, შემოდის სომხეთში და გეგმავს თავისი გუნდის გაფართოებას“-თქვა ქერობიანმა.
Microchip Technology დაარსდა 1989 წელს. 2021 წლის მონაცემებით, კომპანიას ჰყავს 19,500 თანამშრომელი, შემოსავალი $8 მილიარდია, ხოლო წმინდა მოგება $349.4 მილიონი. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს აშშ, არიზონის შტატ ქალაქ ჩენდლერში.







