
სომხეთში აშშ-ის ელჩი კრისტინა ქუინი სომხეთის უძველეს ხელნაწერთა მუზეუმ-ინსტიტუტს – მატენადარანს ესტუმრა.
როგორც Armenpress-ისთვის ცნობილი ხდება აშშ-ის საელჩოს გზავნილიდან, ელჩისთვის ერთნაირად შთამბეჭდავი იყო, როგორც იქ შენახული უძველესი და უნიკალური ხელნაწერების კოლექცია, ასევე გამოცდილ და თავდადებულ მკვლევართა და რესტავრაციის სპეციალისტების მუშაობა, რომლის წყალობითაც ინახება და მსოფლიოს წარედგინება სომეხი ხალხის სამეცნიერო და ლიტერატურული მემკვიდრეობა.







