მთავარიპოლიტიკა

ნიშნავს თუ არა ალიევის განცხადებები ბრიუსელის შეთანხმებების უარყოფას? ფაშინიანი განმარტებას ითხოვს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინა დღეს გაკეთებულ არაერთ განცხადებას გაუგებრად მიიჩნევს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, კერძოდ, განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია უნდა მოხდეს მხოლოდ აზერბაიჯანის პირობებით.

ამასთან დაკავშირებით, ფაშინიანი ხედავს დაზუსტების აუცილებლობას, ნიშნავს თუ არა აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები ბრიუსელის შეთანხმებების უარყოფას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ ბრიუსელში, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა შესაბამისად 29 800 კვადრატული კილომეტრი და 86 600 კვადრატული კილომეტრი იქნა  აღიარებული.

„ამ თვალსაზრისით, ყოველ შემთხვევაში, გაუგებარია აზერბაიჯანის პრეზიდენტის გუშინ გაკეთებული მთელი რიგი განცხადებები. ვფიქრობ, აქ აზერბაიჯანმაც და საერთაშორისო პარტნიორებმა მაინც უნდა განმარტონ, ნიშნავს თუ არა ეს ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებების უარყოფას. ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად უნდა მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისგან“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერის თქმით, ტექსტი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გააჟღერა, ძალიან ახლოს არის უარის თქმასთან, ამიტომ დამატებით დაზუსტებაა საჭირო.

ნახეთ მეტი
Back to top button