
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა განცხადება გააკეთა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ:
„ეს იყო მნიშვნელოვანი ზარი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც გავლენას ახდენს ყარაბაღელ სომხებზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა ლაჩინის დერეფნის დაუყონებლივ გახსნასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. მნიშვნელოვანია, დავუბრუნდეთ პატიოსან დიალოგს, მათ შორის ბაქოსა და ყარაბაღის სომხებს შორის“, – წერს ის.







