
სომხეთში დაგეგმილ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომამდე გაიმართა სომხეთისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების ნიკოლ ფაშინიანისა და მიხაილ მიშუსტინის შეხვედრა.
როგორც Armenpress-ის კორესპონდენტი იუწყება, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა შეახსენა, რომ მიშუსტინთან ბოლო შეხვედრისას რუსულმა მხარემ პირობა დადო, რომ მალე ზემო ლარსის საგუშაგოზე ახალი ზოლები გაიხსნება, რადგან იქ ბოლო ხანებში რამდენიმე კილომეტრიანი რიგები შეიქმნა. დაპირება უკვე რეალობაა და ეს გარემოება, ფაშინიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ორმხრივ ურთიერთობებში.
„2022 წლის შედეგების მიხედვით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ ხუთი მილიარდი დოლარი შეადგინა. ის აგრძელებს ზრდას და მიმდინარე წელს ჩვენ უკვე გადავაბიჯეთ სამი მილიარდი დოლარის ზღვარს, წლის ბოლოს კი 2022 წლის მაჩვენებელს გადავაჭარბებთ. ჩვენ გვაქვს მყარი და ძლიერი ურთიერთობები, რაც გვაძლევს იმის რწმენის საფუძველს, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა უფრო ეფექტური იქნება“, – განაცხადა სრ პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ სომხეთში გამართულ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის სტრატეგიასთან და შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის კუთხით.
„ჩვენ ვაფასებთ ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას. ორივე მხრიდან ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, იზრდება საქონელ ბრუნვა, რაც მომგებიანია ევრაზიის ეკონომიკური კავშირში სომხეთის მონაწილეობის თვალსაზრისით. ორგანიზაციის ყველა წევრს შორის არის ეფექტური თანამშრომლობა. რაც შეეხება სხვა ინიციატივებს, ჩვენ ვაფართოვებთ თანამშრომლობას ენერგეტიკის, სამთო და ლოჯისტიკის სფეროში. არის არაერთი პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია IT სექტორთან“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
მიშუსტინის თქმით, საერთო ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს ბიზნეს წრეების კავშირებიც. რუსული მხარე სთავაზობს ხელი შეუწყოს თანამშრომლობის ტემპს ყველა სფეროში, განსაკუთრებით საინვესტიციო პროექტების კუთხით. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტების გამოყენება ერთობლივ პროექტებში და ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობის ზრდას და ეკონომიკის დივერსიფიკაციას.
„ეფექტური თანამშრომლობაა ჰუმანიტარულ სექტორშიც. სომხეთის მოქალაქეებს შორის დიდი ინტერესია რუსეთის უნივერსიტეტებში განათლების მიღების მიმართ. რუსეთში დღეს ხუთ ათასზე მეტი სომეხი სტუდენტი სწავლობს. ჩვენ მათ დავეხმარებით ხარისხიანი განათლების მიღებაში. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სომხეთში რუსული ენის სწავლების პროცესს და განვიხილავთ ახალი სკოლების აშენების პერსპექტივას. სომხეთიდან ბევრი სპეციალისტი გადის რუსული ენის სწავლების კურსებს რუსეთში. წლის ბოლომდე სომხეთში ყველა სკოლისთვის 50 000-ზე მეტ სახელმძღვანელოს გამოვაგზავნით“, – განაცხადა მიშუსტინმა.







