პოლიტიკა
საფრანგეთის ელჩმა სომხეთს Hayasat 1-ის გაშვება მიულოცა

საფრანგეთის ელჩმა სომხეთში ოლივიე დეკოტინმა სომხეთს Hayasat 1-ის გაშვება თავის X გვერდის მეშვეობით მიულოცა.
„ვულოცავ სომხეთს პირველი თანამგზავრის ორბიტაზე გაშვებასთან დაკავშირებით. ეს არის წარმატება, რომელიც ასევე მიგვანიშნებს სომხური ტექნოლოგიური ბაზის განვითარებაზე“, – ნათქვამია ჩანაწერში.







