აზერბაიჯანის პარლამენტმა სომხეთის მიმართ ტერიტორიული ამბიციების შესახებ დოკუმენტი მიიღო

აზერბაიჯანის პარლამენტში სომხეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ დოკუმენტი მიიღეს.
როგორც იტყობინება APA, დოკუმენტის სახელწოდებაა „განცხადება დასავლეთ აზერბაიჯანელების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების შესახებ“ და განაცხადია სომხეთის მთელიტერიტორიის მიმართ.
წყაროს ცნობით, განცხადება წაიკითხა ნაჩქარევად შექმნილი „დასავლეთ აზერბაიჯანის თემის“ თავმჯდომარემ, წარმომადგენელმა აზიზ ალეკბერლიმ.
„აზერბაიჯანელები საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე. ისტორიული დოკუმენტები და რუქები მოწმობს, რომ აქ მცხოვრები მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აზერბაიჯანელები იყვნენ. სამწუხაროდ, ეტაპობრივი ეთნიკური წმენდის შედეგად სომხეთში არც ერთი აზერბაიჯანელი არ დარჩენილა. სომხეთის ტერიტორიის აზერბაიჯანელებისგან სრული გაწმენდის შემდეგ აზერბაიჯანული მიწების 20 პროცენტი იყო ოკუპირებული“, – ნათქვამია განცხადებაში.







