
დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები ბატონ არარატ მირზოიანთან და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, განვიხილეთ თეირანსა და ერევანს შორის თანამშრომლობა სხვადასხვა პერსპექტივიდან. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა 27 დეკემბერს, ირანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვისაუბრეთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურ მშვიდობასა და სტაბილურობაზე და იმ როლზე, რომელიც ირანს აქვს, როგორც აქტიურ ფაქტორს და შეუძლია აიღოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტორის როლი.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ირანი მხარს უჭერს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ირანს აქვს ისტორიული ურთიერთობები მეზობელ სომხეთთან, რომელიც დღითიდღე ვითარდება, ღრმავდება და მაღალ დონეს აღწევს“, – განაცხადა მან.







