პოლიტიკა

ერთადერთი დადებითი, რაც რუსებმა გააკეთეს, არის ის, რომ სომხების ყარაბაღიდან გამოსვლა მშვიდობიანად მოხდა:  ტომ დე ვაალი

ერთადერთი დადებითი, რაც რუსებმა გააკეთეს, არის ის, რომ სომხების ყარაბაღიდან გამოსვლა მშვიდობიანი იყო. ამის შესახებ „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ყარაბაღის კონფლიქტის სპეციალისტმა, კარნეგის ფონდის უფროსმა ექსპერტმა ტომ დე ვაალმა აღნიშნა, რომ რუსები  რეალურად, უსიტყვოდ  აზერბაიჯანის მხარეს დადგნენ და გარკვეულწილად დაეხმარნენ კიდეც აზერბაიჯანს. მაგალითად, მთიანი ყარაბაღის დასახლებისას, როდესაც აზერბაიჯანელები უკანასკნელად თავს დაესხნენ მთიან ყარაბაღს და აიძულეს სომეხი მოსახლეობას  დაეტოვებინათ ტავიანთი საცხოვრებელი ადგილები, სოფლებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაპირველად რუსები მოვიდნენ და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ სომხები, დაეყარათ იარაღი და  უბრალოდ გაქცეულიყვნენ სომხეთში.

„ცხადია, ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, არის მაღალი დონის მოლაპარაკებების ნაწილი პრეზიდენტ ალიევსა და პუტინს შორის, რომლებიც, რა თქმა უნდა, კარგად იცნობენ ერთმანეთს 20 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, იგივე განვიხილეთ ლაჩინის დერეფნის ბლოკირებასთან დაკავშირებული მოვლენების კონტექსტში. რუსეთი რთავდა ამის ნებას, თუ უბრალოდ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.  მემგონი ორივე  ერთად.  დღეს  რუსეთი გაცილებით სუსტია და ეს აზერბაიჯანმა გამოიყენა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ რუსეთს შეეძლო განჭვრეტა  ამ მასშტაბის ოპერაცია, მათ შეეძლოთ დაენახათ წინამორბედი სამხედრო მზადება. მათ ჰქონდათ თავიანთი ინფორმაცია, ჰქონდათ მათი წყაროები და არაფერი გააკეთეს ამის თავიდან ასაცილებლად. ასე რომ, გარკვეულწილად, მე  მიმაჩნია, რომ ეს იყო  მოსკოვის მიზანმიმართული გადაწყვეტილება.  

ვფიქრობ, ერთადერთი დადებითი, რაც რუსებმა გააკეთეს, არის ის, რომ სომხების ყარაბაღიდან გამოსვლა მშვიდობიანი იყო. რა თქმა უნდა, არის გზაზე დაღუპული ადამიანები, მაგრამ აზერბაიჯანული მხრიდან ძალადობა არ ყოფილა. მათ ხელი შეუწყეს ყარაბაღიდან სომხების მშვიდობიან მასობრივ გამოსვლას. მაგრამ გარდა ამისა, დიახ, მათ ამის საშუალება მისცეს. და რა თქმა უნდა, ბევრი კავშირია ბაქოსა და მოსკოვს შორის“, – თქვა ვაალმა.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ სომხეთმა დაიწყო ნაბიჯების გადადგმა რუსეთზე დამოკიდებულებიდან თავის დასაღწევად, ცდილობს დივერსიფიკაცია გაუწიოს საგარეო ურთიერთობებს, პოლიტიკის დაცვასა და უსაფრთხოების სფეროში. „დავიწყოთ იმით, რომ, რა თქმა უნდა, სომხეთი ყოველთვის ცდილობდა საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციას. ასე იყო 90-იან წლებშიც ტერ-პეტროსიანის დროს, ამას ეძახდნენ კომპლემენტარულ პოლიტიკას, როცა იყო კავშირები ევროპასთან, აშშ-სთან, ახლო აღმოსავლეთთან. მრავალი პარტნიორიდან მხოლოდ რუსეთი უნდა ყოფილიყო.

სამხედრო და ეკონომიკური დამოკიდებულება მოსკოვზე ძალიან გაძლიერდა, განსაკუთრებით რობერტ ქოჩარიანის დროს, როდესაც ყველა ეკონომიკური აქტივი დაექვემდებარა რუსეთის კონტროლს, როდესაც გაფართოვდა გიუმრის სამხედრო ბაზა და ა.შ. ასე რომ, ეს იყო რეალობა და ეს დამოკიდებულება გრძელდება. შეხედე ციფრებს. სომხეთის გაზის 80 პროცენტზე მეტი კვლავ რუსეთიდან შემოდის საქართველოს ტერიტორიის გავლით, ხორბლის 90 პროცენტი რუსეთზე მოდის. ცხადია, რუსეთთან ვაჭრობა კვლავაც მნიშვნელოვანია და ვაჭრობა საქართველოს ტერიტორიით ხორციელდება. როდესაც რუსეთი ხურავს ლარსის საგუშაგოს, ეს აისახება სომხეთის ეკონომიკაზე.

გავლენის ყველა ბერკეტი ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა მცდელობა ხდება მისგან თავის დაღწევისთვის. ვფიქრობ, ზოგიერთი იტყვის, რომ ეს არც თუ ისე ოსტატურად კეთდება, რომ შესაძლოა უფრო გონივრულად ანხორციელდეს,  უფრო მეტად დავშორდეთ რუსულ დამოკიდებულებას და ამაზე ნაკლები ვისაუბროთ. მაგრამ ნიკოლ ფაშინიანის ეს მთავრობა, როგორც ჩანს, მეტს ლაპარაკობს და აკეთებს ნაკლებს, რაც შეიძლება სტრატეგიულად არც ისე ჭკვიანურია, მაგრამ ეს ცვლილება ნამდვილად ახლა მიმდინარეობს“.

ნახეთ მეტი
Back to top button