ეკონომიკა

30 პროცენტით გაიზარდა სომხეთიდან ალმასის ექსპორტის მოცულობა

გასულ წელს სომხეთიდან 30 პროცენტით მეტი ბრილიანტი იქნა ექსპორტირებული, ვიდრე 2022 წელს.

ამის შესახებ როგორც „Armenpress“-ი   იუწყება,  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნარეკ ტერიანმა 2023 წლის მაჩვენებლების შეჯამებისას განაცხადა.

2021 წელს დაარსდა კომპანია „ჰაი-ალმასტი“, რომელიც ალმასის მწარმოებლებისთვის ნედლეულის კონსოლიდატორია.

„საერთოდ, „ჰაი-ალმასტ“-მა  მიიზიდა და მწარმოებლებს 58 მილიონი დოლარის ღირებულების ნედლეული მიაწოდა. ხოლო ექსპორტის მთლიანი მოცულობა 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა“, – განაცხადა ნარეკ ტერიანმა.

მისი თქმით, ალმასის წარმოების მოცულობა იზრდება, გასულ წელს 2 ახალი ქარხანა გაიხსნა.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამკაულების წარმოებაც  ვითარდება. ასევე იგეგმება ოქროს რეექსპორტზე სახელმწიფო ბაჟის დაწესება.

ნახეთ მეტი
Back to top button