„ოსკარის“ გენერალურ დირექტორად თენი მელიდონიანი დაინიშნა.

კინემატოგრაფიისა და მეცნიერების აკადემიამ „ოსკარის“ გენერალური დირექტორის ახლად შექმნილ თანამდებობაზე თენი მელიდონიანი დანიშნა. მერი ჯეინ პარტლოუ დაინიშნა ჯილდოებისა და სპეციალური ღონისძიებების აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტად. მელიდონიანი უშუალოდ ანგარიშს გაუწევს აკადემიის აღმასრულებელ დირექტორს ბილ კრამერს, ხოლო პარტლოუ უშუალოდ მელიდონიანს.
თავის ახალ ამპლუაში, მელიდონიანი უხელმძღვანელებს სტრატეგიას, ნიჭიერთა ურთიერთობებს, სპეციალურ ღონისძიებებს და პროდუქციულ გუნდებს ყველა დაჯილდოების პროგრამებისა და ღონისძიებისთვის. ის ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებს ოსკარის პროდიუსერებთან, შოუებთან, Disney -ის, ABC-ის და აკადემიის ხელმძღვანელებთან, ზედამხედველობას გაუწევს გუნდებს, რომლებიც ქმნიან და გადასცემენ ,,ოსკარებ“-ს გლობალურ აუდიტორიას.
მელიდონიანი ასევე მართავს სარეკლამო გაყიდვებს, მარკეტინგისა და სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს აუდიტორიის ზრდას.
მელიდონიანმა კარიერა აკადემიაში 2005 წელს დაიწყო, როგორც პუბლიცისტი, შემდეგ გახდა კომუნიკაციისა და რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი, გადავიდა სტრატეგიის გუნდში. მანამდე მუშაობდა ვაშინგტონში სრ საელჩოში.
“ოსკარის” რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონია 10 მარტს გაიმართება.







