პოლიტიკა

უკრაინის სარეაბილიტაციო კომისიამ სერგეი ფარაჯანოვი გაამართლა

უკრაინის რეაბილიტაციის ეროვნულმა კომისიამ ოფიციალურად გაამართლა კინორეჟისორი, სცენარისტი სერგეი ფარაჯანოვი, რომელიც 50 წლის წინ გაასამართლეს გაუპატიურებაში.

“არმენპრესის” მიხედვით, ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ანტონ დრობოვიჩმა განაცხადა.

დრობოვიჩის თქმით, ფარაჯანოვის რეაბილიტაციაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2023 წლის 20 დეკემბერს მიიღეს.

ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დირექტორის სისხლის სამართლის საქმისა და სხვა საარქივო დოკუმენტების დეტალური გაანალიზების შემდეგ, ფარაჯანოვის დევნისა და გასამართლების პოლიტიკური მოტივის არსებობა გამოვლინდა.

1974 წელს ფარაჯანოვს მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის ბანაკში „გაუპატიურების“ და „პორნოგრაფიის“ ბრალდებით.

ნახეთ მეტი
Back to top button