სომხეთისა და ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2024 წლის თავდაცვის თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, სურენ პაპიკიანის ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროში საპატიო გვარდიისა და სამხედრო ბენდის მონაწილეობით დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
როგორც სომხეთის თავდაცვის მინისტრის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან „არმენპრესი“ იტყობინება, ცერემონიის შემდეგ ყაზახეთის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ რუსლან ჟაქსილიკოვთან შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო.
შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-ყაზახეთის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და სხვა ორმხრივი ინტერესის საკითხები.
ორივე მხრიდან აღინიშნა თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი, მიღწეული იქნა შეთანხმება თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს სომხეთის რესპუბლიკისა და ყაზახეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა 2024 წლის თავდაცვის თანამშრომლობის გეგმა, რომელიც მოიცავს მთელ რიგ აქტივობებს სომხეთსა და ყაზახეთში.







