პოლიტიკა

27-28 იანვარს, არცახის მხარდასაჭერად, ევროპის 50-ზე მეტ ქალაქში მოეწყო შეკრებები და საპროტესტო აქციები

მოძრაობამ  „ევროპელები არცახისთვის“  2024 წლის 27-28 იანვარს  მეორე პანეევროპული აქცია გამართა არცახის მოსახლეობის მხარდასაჭერად. პირველი იყო 2023 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც  ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში და ევროპის 13 ქალაქში ერთდროულად საპროტესტო აქციები მოეწყო.

ამჯერად, ევროპის 50-ზე მეტ ქალაქში ორგანიზებული სხვადასხვა ინიციატივით, მოძრაობის მონაწილეებმა  ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას მოსთხოვეს  დაეგმოთ აზერბაიჯანის  ეთნიკური წმენდისა და გენოციდური პოლიტიკა. მოითხოვენ სომეხი ტყვეების და არცახის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლების გათავისუფლებას, იძულებით დევნილ არცახელ სომხების  მხარდაჭერას, ასევე ბაქოსათვის  სანქციების დაწესებას.

ორგანიზებულ ღონისძიებებში ასობით ევროპულ-სომხური ორგანიზაცია ერთობლივად მონაწილეობდა. ორდღიანი ღონისძიებების წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სათემო საბჭოებმა, საეკლესიო, პოლიტიკურმა, საქველმოქმედო, სპორტულმა, ახალგაზრდულმა, კულტურულმა, ადგილობრივმა და პანსომხურმა გაერთიანებებმა.

ნახეთ მეტი
Back to top button