საერთაშორისო

გერმანიის ავტო ინდუსტრია საფრთხის ქვეშაა

გამომდინარე იქიდან, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სხდომაზე რომელზეც აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილებები შეზღუდეს აზერბაიჯანის საკითხებში მომხსენებელი იყო გერმანიის წარმომადგენელი, დეპუტატმა თაჰირ რზაევმა განაცხადა, რომ აუცილებელია გერმანული ავტომანქანების იმპორტის შეზღუდვა აზერბაიჯანში.

„გერმანია არ ჩამორჩება საფრანგეთს აზერბაიჯანთან ურთიერთობაში“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

გერმანია და საფრანგეთი „ისტორიულად იყვნენ კოლონიალისტები, ყველაზე საშინელი ომების მონაწილეები, მკვლელი ქვეყნები, ფაშიზმისა და მისი პროპაგანდის ცენტრები“, ხაზგასმით აღნიშნა რზაევმა. მისი აზრით, ბერლინი „ვერ ეგუება  აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, მის განვითარებას, დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელებას“.

რზაევმა ყურადღება გაამახვილა „არა მხოლოდ გერმანიიდან მანქანების იმპორტის შეჩერებაზე, არამედ იქ მოქმედი გარკვეული ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის აუცილებლობაზეც“.

გერმანული მანქანების Mercedes Benz-ის, Audi-ის, BMW-ს, Volkswagen-ის, Porsche-ს, Opel-ის, Maybach -ის წარმომადგენლები ვერდზე გამდგარან და  ნერვიულად სიგარეტს ეწევიან.

ნახეთ მეტი
Back to top button