ეკონომიკა

სომხეთიდან ოქროს ზოდების ექსპორტზე სახელმწიფო გადასახადი დაწესდება

სომხეთში იგეგმება ოქროს, პლატინის და პალადიუმის ინგოტების ექსპორტზე სახელმწიფო გადასახადის დაწესება.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა პარლამენტის სხდომაზე სომხეთის რესპუბლიკის „სახელმწიფო მოვალეობის შესახებ“ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი წარადგინა.

„პროექტით ჩვენ დავაწესეთ საექსპორტო გადასახადი ოქროს, პლატინის და პალადიუმის ინგოტებზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ვაჭრობით დაკავებულ კომპანიებს გარკვეული წილი უნდა ჰქონდეთ სომხეთის რესპუბლიკის ბიუჯეტში“, – განაცხადა ქერობიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button