პოლიტიკა

ბაქოს მთავარი მოთხოვნა ჩვენგან „ზანგეზურის დერეფანია“. თურქეთს და რუსეთს იგივე სურთ. ჩვენ ვამბობთ – არა. მელქონიანი

აზერბაიჯანელების მთავარი მოთხოვნა ჩვენგან არის „ზანგეზურის დერეფანი“, რომელსაც ჩვენგან რუსეთიც ითხოვს, სადაც კონტროლი რუსეთის მესაზღვრეებმა უნდა განახორციელონ. ამის შესახებ NEWS.am-ს პარლამენტის ,,სამოქალაქო ხელშეკრულების“  ფრაქციის დეპუტატმა, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გაგიკ მელქონიანმა განუცხადა.

„ანუ, აქ ყველას უნდა, რომ ჰქონდეს „ზანგეზურის დერეფანი“. თურქეთს უნდა, რუსეთს უნდა, აზერბაიჯანს უნდა. აქ მხოლოდ ირანი ამბობს, რომ ეს დერეფანი ჩვენთვის წითელი ხაზია. ჩვენ უნდა გავიგოთ, რა ფასად იქნება ეს დერეფანი? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ “მშვიდობის გზაჯვარედინზე”, ჩვენ თანახმა ვართ ამ გზების გახსნაზე, მაგრამ ისინი უნდა იყოს ჩვენი კონტროლის ქვეშ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს გზები არ გაიხსნება. რუსები, თურქები, აზერბაიჯანელები ამბობენ არა, თქვენ არ დაიცავთ.

ერდოღანმა, როცა ჯერ კიდევ არ იყო არჩეული, ნახიჩევანში თქვა, ჩვენ არ გვჭირდება ეს გზა, გზას ირანის გავლით გავიყვანთ, სომხები ინანებენ, რომ ეს გზა არ გახსნეს. არჩევნების შემდეგ ისევ ამბობენ, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ სჭირდებათ. ისინი თამაშობენ დიპლომატიას, მაგრამ ჩვენ ვამბობთ არა და მორჩა. ზოგიერთმა სახელმწიფომ თავის პოლიტიკაში მოტყუება და ტყუილი შეიტანა“, – თქვა მელქონიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button