
სომხეთი აზერბაიჯანს სთავაზობს დააჩქაროს დემარკაციის პროცესი 2022 წლის 6 ოქტომბრის პრაღის შეთანხმების საფუძველზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხეთის რესპუბლიკის მზადყოფნას. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანი ბადალიანის განცხადებაში.
„აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 თებერვალს მთავრობის სხდომაზე სრ პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რაზეც საჭიროდ მიგვაჩნია შეგახსენოთ, რომ 2022 წ. 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანი და სომხეთი წერილობით შეთანხმდნენ, რომ 1991წ. ალმა-ატას დეკლარაციის საფუძველზე ისინი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და რომ ალმა-ატას დეკლარაცია იქნება დემარკაციის პროცესის პოლიტიკური საფუძველი. ჩვენ ვთავაზობთ აზერბაიჯანს ამ შეთანხმების საფუძველზე დააჩქაროს დემარკაციის პროცესი და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სომხეთის რესპუბლიკის მზადყოფნას“, – განაცხადა სპიკერმა.
15 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე აზერბაიჯანის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სომხეთის რესპუბლიკის 31 არაანკლავური სოფლის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიები აზერბაიჯანული ოკუპაციის ქვეშაა. ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყველანაირად გაურბის შემოთავაზებულ ვარიანტებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციის შესახებ. პრემიერის თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს აზერბაიჯანის განზრახვა დაიწყოს სამხედრო ოპერაციები საზღვრის ზოგიერთ რაიონში, სომხეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში გადაქცევის პერსპექტივით.
მოგვიანებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, ფაქტობრივად არ მიიღო ბრალდება და სხვა მოთხოვნები წამოაყენა.







