პოლიტიკა

მათ ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირის დამკვირვებლების შიდა ხელის ტერიტორიაზე არ შეშვების შესახებ

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაჰან კოსტანიანმა დღეს ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის FSB-ის ძალები არ უშვებენ ევროკავშირის დამკვირვებლებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნერქინ ჰანდის მონაკვეთში. ნერქინ ჰანდი ის ადგილია სადაც ამ რამდენილე დღის წინათ ინცენდენტი მოხდა, რომელსაც 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა სომხეთის მხრიდან. მაშინ რუსეთის სამშვიდობოებმა ვერ შესძლეს მომხდარის პრვენცია.

„მთავრობის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს სომხეთის მთავრობამ, ასევე შესაბამისმა უწყებებმა და თუ იყო ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამას, მათ უნდა გაეცს  ადეკვატური პასუხი“, – განაცხადა კოსტანიანმა. კითხვაზე, რა უფლება აქვთ რუსებს სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ შეუშვან  ამა თუ იმ ტერიტორიაზე და არ შეუშვან?

მანამდე NEWS.am იტყობინება, რომ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარკუს რიტერმა განაცხადა, რომ მათ მისიას შეუძლია მოინახულოს სომხეთის მთელი ტერიტორია, გარდა ნერქინ ჰანდისა, რომელიც   რუსეთის FSB-ის პასუხისმგებლობის ქვეშაა.

ნახეთ მეტი
Back to top button