
გევორგ პაპოიანი სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. “არმენპრესის” ინფორმაციით, ამის შესახებ სრ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაშია აღნიშნული.
„პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით, კონსტიტუციის 131-ე მუხლის, ასევე „მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გევორგ პაპოიანი დაინიშნოს ეკონომიკის მინისტრად“.
14 თებერვალს სომხეთის პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის ბრძანებულებით ვაჰან ქერობიანი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე კი ვაჰან ქერობიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გამოაქვეყნა.







