პოლიტიკა

ანგარიში:   ალტერნატიული პარტნიორების ძიება მიუთითებს რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირებაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში

სომხეთის, მოლდოვასა და ცენტრალური აზიის ზოგიერთი ქვეყნის ახალი მცდელობები ალტერნატიული პარტნიორების მოსაძებნად აჩვენებს, თუ როგორ დააზიანა ომმა მოსკოვის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი. ამის შესახებ ნათქვამია 11 მარტს გამოქვეყნებულ ანგარიშში „აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების წლიური საფრთხეების შეფასება“.

„რუსეთის უხალისობა დახარჯოს რესურსები და პოლიტიკური კაპიტალი, რათა აზერბაიჯანმა ეთნიკური სომხებისგან მთიანი ყარაბაღი 2023 წლის სექტემბერში სამხედრო თავდასხმის გზით დაიბრუნოს, ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეასუსტა უკრაინის ომმა მოსკოვის, როგორც რეგიონული უსაფრთხოების არბიტრის როლი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამავდროულად, აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოების შეფასება ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთს „ნამდვილად“  არ სურს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება აშშ-სა და ნატოს ძალებთან და „აგრძელებს ასიმეტრიულ აქტივობებს იმის მიღმა, რაც მისი შეფასებით არის სამხედრო კონფლიქტის ზღურბლზე  გლობალური მასშტაბით.”

„პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, თვლის, რომ რუსეთმა ხელი შეუშალა  უკრაინის მცდელობებს  მნიშვნელოვანი ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომ ომის მოგების მიდგომა შედეგიანია და რომ დასავლეთისა და აშშ-ს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ შეზღუდულია, განსაკუთრებით ისრაელის ომის  გამო. “ – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთის კავშირების გაძლიერება ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, რომელიც მიზნად ისახავს მისი თავდაცვის წარმოებისა და ეკონომიკის გაძლიერებას, “დასავლეთისა და მისი პარტნიორებისთვის სერიოზული გამოწვევაა”.

ნახეთ მეტი
Back to top button