პოლიტიკა
სომხეთი რუსეთისთვის მოძმე ქვეყანაზე მეტია. დიმიტრი პესკოვი

ურთიერთობებში არსებული სირთულეების მიუხედავად სომხეთი და რუსეთი მოძმე ქვეყნებად რჩებიან.
ამის შესახებ აცნობებს TASS რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი აზრით, სომხეთი რუსეთის ფედერაციისთვის “მოძმე ქვეყანაზე მეტიც კი” არის, მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყანა ამჟამად “ურთიერთობის საკმაოდ რთულ პერიოდს” განიცდის.
დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სომხების ეკონომიკური აქტივობა კვლავ სომხეთის მთლიანი ბიუჯეტის ძალიან დიდ პროცენტს შეადგენს, ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდ დოლარს.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იარსებებს პოლიტიკური ნება, გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობების განვითარება ერევანში და ჩვენ წარმატებით გავივლით ამ რთულ პერიოდს“, – განაცხადა პესკოვმა.







