აზერბაიჯანი რუსულ გაზს იაფად ყიდულობს და ევროკავშირის ქვეყნებში ევროპულ ფასებში ყიდის

2023 წლის 7 თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა რუსეთიდან თითქმის მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შემოიტანა მახაჩკალა-გაჯიგაბულის მილსადენით, რომელიც საბჭოთა დროიდან ფუნქციონირებს.
ეკონომისტის თოგრულ ვალიევის თქმით, ფორმალური თვალსაზრისით ძნელია იმის გათვალისწინება, რომ აზერბაიჯანი ამ გზით ახორციელებს ტრანზიტს, მაგრამ „სინამდვილეში ასეა“.
აზერბაიჯანი რუსულ გაზს ყიდულობს და ევროკავშირის ქვეყნებში ევროპულ ფასებში ყიდის და ამით დიდ ფულს შოულობს. „დამატებითი ხმაურის“ თავიდან აცილების მიზნით, მხარეებმა დადეს ოფიციალური შეთანხმება, რომ რუსეთის მოსაზღვრე აზერბაიჯანული რეგიონები ზაფხულში აზერბაიჯანულ გაზს მოიხმარენ, ხოლო ზამთარში რუსულ გაზს.
ეს ის მაქინაციებია, რომლებიც აკავშირებს მოსკოვსა და ბაქოს. და როცა ამის შესახებ წერენ, ალიევის რეჟიმი ანადგურებს არასამთავრობო მედიის რედაქციას.







