მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი არ გამორიცხავს რუსულ ტელეარხებთან დაკავშირებით ხელშეკრულების ცალმხრივ შეწყვეტას

მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს დელეგაციამ მოსკოვში კონსულტაცია გამართა რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების, კომუნიკაციისა და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენლებთან სომხეთის ეთერში გასული რუსული ტელეარხების ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ეროვნულ კრებაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა მხითარ ჰაირაპეტიანმა.
„ეს კონსულტაციები შედგდა და მე ვწუხვარ, რომ შეუძლებელი იყო დარღვევების ფაქტის დაფიქსირება. ყოველ შემთხვევაში, ამაზე კონსენსუსი არ ყოფილა, რის შედეგადაც სომხური ტელევიზიისა და რადიო ქსელის მიერ ორი გადაცემის გაუქმება მოხდა“, – განაცხადა ჰაირაპეტიანმა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
”უახლოეს მომავალში, ამ კვირაში თუ არა, შემდეგ კვირაში, ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი წინადადებების პაკეტი გავუგზავნოთ ჩვენს რუს პარტნიორებს, თუ როგორ წარმოვიდგენთ შეთანხმების ახალ გადასინჯვას”, – აღნიშნა ჰაირაპეტიანმა და დასძინა, რომ ისინი ძალიან კონსტრუქციულები არიან ამ საკითხში. საქმე და მიზანი არ არის სიტუაციის გამწვავება, პირიქით, ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც იმუშავებს.
მხითარ ჰაირაპეტიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის მიზანია შეთანხმების ხელახალი რედაქტირება, რაც საშუალებას მისცემს რუსული ტელეარხების გადაცემებში აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების და სანქციების გამოყენებას.
„ჩვენ რწმენით მივუდგებით ამ პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ მიღებული იქნება ჩვენი წინადადებები მთავრობათაშორისი შეთანხმების გადახედვასთან დაკავშირებით. თუ ისინი არ მიიღება, არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთის რესპუბლიკამ ასევე განიხილოს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ვარიანტი“, – დაასკვნა ჰაირაპეტიანმა.







