პოლიტიკა

აზერბაიჯანი კვლავ ემუქრება სომხეთს: Freedom House

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, Nations in Transit 2024,  სადაც პარალელები გაავლო რუსეთ-უკრაინის ომსა და აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღზე თავდასხმას შორისმ სადაც  ამ უკანასკნელს “ეთნიკური წმენდა” უწოდა.

მოსკოვის ომმა უკრაინის განადგურების მიზნით და მმართველი რეჟიმის მიერ აზერბაიჯანის სამხედრო დაპყრობამ და ეთნიკური წმენდამ მთიან ყარაბაღში გამოავლინა „ავტორიტარიზმის გაფართოების“ სასიკვდილო შედეგები, ნათქვამია Freedom House-ის Nations in Transit 2024 წლიურ ანგარიშში.

  “ამერიკის ხმის” სომხურ სამსახურთან ინტერვიუში მოხსენების თანაავტორი, Freedom House-ის უფროსი ექსპერტი მაიკ სმელცერი აცხადებს, რომ ანგარიში ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიული მმართველობის ინსტიტუციონალურ ფაქტორებზე, აკვირდება თუ როგორ დემოკრატიები, ინსტიტუტები  უზრუნველყოფენ   ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას.  ანგარიშის თანაავტორის თქმით, 2023 წელს დემოკრატიის დაცემის უფრო ფართო ტენდენცია დაფიქსირდა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, „აზერბაიჯანის რეჟიმის სასტიკმა თავდასხმამ მთიან ყარაბაღში“ ნეგატიური გავლენა იქონია სომხეთის დემოკრატიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევაზე, რის შედეგადაც იქ მცხოვრებმა 120 ათასზე მეტმა სომეხმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი და გადასახლდა ძირითადად სომხეთში.

ავლებს რა პარალელებს  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციებს შორის მთიან ყარაბაღში, ანგარიშში ნათქვამია: „2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის რეჟიმის მიერ მთიან ყარაბაღზე საბოლოო თავდასხმის მთავარი მიზეზი სულაც არ იყო კრემლის შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უკვე დიდი ხანია ღიად საუბრობდა სომხური ანკლავის დე ფაქტო დამოუკიდებლობის აღმოფხვრის განზრახვაზე“, – ნათქვამია ანგარიშში და დასძენს, რომ, მიუხედავად ამისა, რუსეთის შეტევამ უკრაინაზე გააღო კარი [აზერბაიჯანის] მიერ მთიანი ყარაბაღის დაპყრობისთვის. რადგან „კრემლის ყურადღება და რესურსები  გადატანილი იქნა  კიევისაკენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლებისა და თავდაცვის სისტემის დაშლამ აიძულა 120 000 სომეხი დაეტოვებინა საკითარი საცხოვრებელი ადგილი და ეზრუნა  „სიცოცხლის გადარჩენისათვის“. ანგარიშში მას “ეთნიკური წმენდა” ეწოდა.

„ჩვენს მოხსენებაში ჩვენ ვიყენებთ ტერმინს „ეთნიკურ წმენდას“, როდესაც ვსაუბრობთ 120 000-ზე მეტ ეთნიკურ სომეხზე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული სამხედროებისგან. მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა, სომხეთში აღმოჩნდა“, – აცხადებს მოხსენების თანაავტორი.

ამავე დროს, ანგარიშში ნათქვამია: „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ სომხეთისადმი მუქარას დღესაც, მაშინ როცა  წინა წლებში მრავალი შეტაკების შემდეგ, აიღეს ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი“.

„ჩვენ ვნახეთ ავტორიტარული ექსპანსიის დესტრუქციული შედეგები, როგორც უკრაინაში, ასევე მთიან ყარაბაღში. არ არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ის აქ გაჩერდება. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ამ ავტოკრატიებს წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა მათ [გაფართოების გაფართოების] გაგრძელების შესაძლებლობას ზრდის“, – ამბობს მოხსენების თანაავტორი.

ალიევის პოლიტიკურმა და სამხედრო გამარჯვებებმა შესაძლოა გზა გაუხსნას ბაქოს ახალი ტერიტორიული პრეტენზიების წარდგენისკენ, ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც ასევე ეხება ალიევის გამოსვლას ინაუგურაციის ცერემონიაზე, რაც, Freedom House-ის თანახმად, კიდევ ერთი  პრეტენზიაა სომხეთის ტერიტორიებზე.

უფლებადამცველი ორგანიზაცია აფრთხილებს, რომ აშშ-ს ან ევროკავშირის მიერ დაწესებული შემაკავებელი მექანიზმების არარსებობის პირობებში, კავკასიაში არსებობს „ავტორიტარული აგრესიის აშკარა საფრთხე“.

მოხსენებაში ხაზგასმულია: „ზოგიერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, მაგრამ როდესაც აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიანი ყარაბაღიდან 120 ათასზე მეტი სომეხი იძულებით გადაასახლეს, საერთაშორისო თანამეგობრობა ძირითადად სიმბოლური მოწოდებებითა და შეშფოთებით გამოეხმაურა.

ნახეთ მეტი
Back to top button