პოლიტიკა

აზერბაიჯანის მცდელობები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანასწორობის დამყარების უაზრო და ცინიკურია  – ეღიშე კირაკოსიანი

სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში იეგიშე კირაკოსიანმა ცინიკური და არასერიოზული უწოდა აზერბაიჯანული მხარის ნაბიჯებს, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში „სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ საქმის მოსმენების დროს ცდილობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის თანასწორობის ნიშნის დადებას.

„ARMENPRESS“-ის  ცნობით, იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას იეგიშე კირაკოსიანმა შეახსენა, რომ 2021 წლის 16 სექტემბერს სომხეთმა აღძრა სამართალწარმოება აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რადგან ეს სახელმწიფო ახორციელებს სომხების  რასობრივი დისკრიმინაციის აღმაშფოთებელ პოლიტიკას.

„აზერბაიჯანელ ბავშვებს სასკოლო სახელმძღვანელოებში ასწავლიან სომხების სიძულვილს და მკვლელობას. სახელმწიფო მედია სიძულვილის ენას ავრცელებს, სახელმწიფო მოხელეები სომხების სრულ განადგურებას ითხოვენ. ეს არის სახელმწიფოს მიერ დაშვებული ფართოდ გავრცელებული რასიზმი“, – აღნიშნა კირაკოსიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ამ ხანგრძლივმა სახელმწიფო პოლიტიკამ პიკს მიაღწია, როდესაც აზერბაიჯანმა წამოიწყო აგრესიული ომი მთიანი ყარაბაღის ეთნიკური სომხების წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო სომხების აღმოფხვრა და სამშობლოდან გაძევება.

იეგიშე კირაკოსიანმა ასევე ციტირება მოახდინა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის შემდგომ სიტყვებზე, სადაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მტრის (სომხების) სიძულვილი არის ის, რაც აზერბაიჯანელებს წინ უბიძგებს.

“44 დღის განმავლობაში აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ხოცავდნენ და აწამებდნენ ეთნიკურ სომხებს და ამაყად წარმოჩენდნენ საკუთარ  თავს მათი მსხვერპლის წინაშე…” შეახსენა სასამართლოს კირაკოსიანმა და დასძინა, რომ ეს ძალადობა და დაშინება აზერბაიჯანმა გამოიყენა მთიანი ყარაბაღის სომხების ეთნიკური წმენდისთვის და  30 000 სომეხის სამშობლოდან გაძევებისათვის.

სომხეთის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ყოველივე ამის შემდეგ სომხეთმა მოითხოვა პასუხი ამ კონვენციით და მიმართა სასამართლოს სასწრაფოდ დაეცვა ის დაუცველი ეთნიკური სომხები, რომლებიც ჯერ არ იყვნენ მოკლული და განდევნილი სამშობლოდან.

ამავე დროს მან დაამატა: „საერთაშორისო სასამართლოც კი ვერ შეაჩერა აზერბაიჯანის რასობრივი კამპანია, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ეთნიკური წმენდა.

„აზერბაიჯანს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მათ, ვისაც სურდა ამ მოვლენების შემდეგ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო“ – თქვა კირაკოსიანმა და ისაუბრა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით დევნილი სომხების დაბრუნების შესაძლებლობაზე.

მან სასამართლოს შეახსენა, რომ აზერბაიჯანი ანადგურებს მთიანი ყარაბაღის სომხურ კულტურულ მემკვიდრეობას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ეს გარემოება იყო სომხეთის სასამართლოსთვის მიმართვის მიზეზი.

აზერბაიჯანის წარმომადგენლის გუშინდელ განცხადებებზე დაყრდნობით, რომლითაც ეს უკანასკნელი ცდილობდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის თანასწორობის ნიშნის დაყენებას, კირაკოსიანმა მიუღებლად მიიჩნია და განაცხადა, რომ ეს მცდელობები უაზრო და ცინიკურია.

მან ასევე დასძინა, რომ აზერბაიჯანს უჭირს სასამართლოსთვის მტკიცებულებების წარდგენა, რადგან ის უბრალოდ არ არსებობს და ამას აზერბაიჯანის მხრიდან თანასწორობის დამყარების უიმედო მცდელობა უწოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button