მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრო კულებასთან.

როგორც სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სომხეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონულ საკითხებზე. სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევის მცდელობებზე, არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უპირობო პატივისცემას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში, საზღვრის დემარკაციის ჩათვლით, 1991 წლის  ალმათის დეკლარაციის თანახმად, ამ საკითხში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოთქმული პოზიციას.

ნახეთ მეტი
Back to top button