მთავარიპოლიტიკა

რუსმა მესაზღვრეებმა სიუნიქის ოლქის დატოვება დაიწყეს. Sputnik სომხეთი

რუსმა მესაზღვრეებმა სიუნიქის ოლქის დატოვება დაიწყეს. ინფორმაციას Sputnik სომხეთი ავრცელებს.

Sputnik სომხეთის ცნობით, მათ დაიწყეს მობილური დისლოკაციის პუნქტების დახურვა გორისსა და ჭაკატენს შორის.

ისინი ამ ტერიტორიაზე განლაგდნენ 2020 წლის დეკემბრის 44-დღიანი ომის შემდეგ.

მანამდე სრ-ს ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელმა ჰაიკ კონჯორიანმა გეღარქუნიქის, სიუნიქის, ტავუშის, არარატისა და ვაიოც ძორის რეგიონებიდან რუსი სამხედროების გაყვანის შესახებ განაცხადა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 8 მაისს მოსკოვში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დროს შეთანხმებული იქნა რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანა სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button