პოლიტიკა

ევროკავშირის მისიის განლაგების შემდეგ  სომხეთის ტერიტორიაზე ესკალაცია არ მომხცდარა  –  სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირის მისიის განლაგების შემდეგ, როგორც ვხედავთ, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე დიდი შეტევა ან ესკალაცია არ მომხდარა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დღეს, 4 ივნისს, ეროვნულ ასამბლეაში 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას განაცხადა.

„სიტუაცია, რომელშიც სომხეთი აღმოჩნდა, არის ხაფანგი, რომელიც თქვენ დააგეთ  ან სხვებმა დააგეს თქვენი დახმარებით  ათწლეულების განმავლობაში“, – თქვა მირზოიანმა ოპოზიციისადმი მიმართვისას.

მისი თქმით, წლების განმავლობაში არსებული სიტუაციები ხელს უშლიდა სომხეთს მისი რეალური სუვერენიტეტის გამყარებაში.

”დიახ, ეს იყო ძალიან ტკბილი, მაგრამ, მაინც ჯაჭვი  სომხეთის რეალური თავისუფლების წინააღმდეგ ”, – თქვა მირზოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button