პოლიტიკა
არმენ გრიგორიანმა უსაფრთხოების სფეროში სომხურ-ამერიკული თანამშრომლობა ჯეიკ სალივანთან განიხილა

16 ივნისს, შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს.
მხარეებმა უსაფრთხოების სფეროში სომხურ-ამერიკულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, ასევე შეეხნენ სომხეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდის საკითხსაც.







