პოლიტიკა

კარდაშიანებს ვერ გავეჯიბრებით, მაგრამ სიამაყით ვამბობ, რომ ჩემი ცოლი ამერიკელი სომეხია  –     რიჩარდ ვერმა

სახელმწიფო დონეზე მსჯელობა საკმარისი არ არის, აუცილებელია სომხურ-ამერიკულ თანამშრომლობაში ადგილობრივი, სახელმწიფო და რეგიონალური ორგანიზაციებიც  ჩაერთონ. ამის შესახებ დღეს, 17 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველმა მოადგილემ რიჩარდ ვერმამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა სომხურ-ამერიკულ კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება ადგილობრივი დემოკრატიის საკითხებს.

„როდესაც მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ კლიმატზე, ტყის ხანძრის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში  მოქმედებენ  რეგიონული, სახელმწიფო და რეგიონული მთავრობები“, – განაცხადა მან.

ვერმამ ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში 1,5 მილიონი სომეხი ცხოვრობს. „ეს არის სიდიდით მეორე სომხური თემი სომხეთის ფარგლებს გარეთ. სომხები მუშაობენ და ქმნიან აშშ-ში და ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხურ კულტურას. ტრადიციებმა, კულტურამ, ტოლმამ, ლავაშმა, რაც სომხებმა თან ჩამოიტანეს, ჩვენი ქვეყანა გააძლიერა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკელმა სომხებმა  შეიარაღებულ ძალებში დაიკვიდრეს თავი,  ჩვენ ვნახეთ ინოვატორები, რომლებიც ქმნიან ელექტრონული სკანირების მოწყობილობას. გვინახავს ისეთი წამყვანი ფიგურები, როგორიცაა ანდრე აგასი, კარდაშიანების ცნობილი ოჯახი. შეიძლება კარდაშიანებს ვერ გავეჯიბრებით,  მაგრამ სიამაყით უნდა ვთქვა, რომ ჩემი მეუღლე  ამერიკელი  სომეხია, მე კი წარმოშობით ინდოელი  ვარ. ჩვენს ოჯახს გაუმართლა, რომ სამი ქვეყნის კულტურის წარმოჩენა შეუძლია“, – განაცხადა ვერმამ.

ნახეთ მეტი
Back to top button