პოლიტიკა
თელ-ავივში სომხეთის ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ერევნის მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, ისრაელში სომხეთის ელჩი ებრაული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, იუწყება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
„სომხეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გამო, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა სომხეთის ელჩი ისრაელში მკაცრი საჩივრის გამოსახატავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ერევანი, კიდევ ერთხელ ადასტურებს რა ერთგულებას საერთაშორისო სამართლისა და ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი, აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს.







