საზოგადოება

დაგეგმილია ჩინეთიდან სომხეთის მიმართულებით რეისის გახსნა  –  ჩინეთის ელჩი

დაგეგმილია ჩინეთიდან სომხეთის მიმართულებით რეისის გახსნა. ამის შესახებ NEWS.am-ის ჟურნალისტს სომხეთში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფან იუნმა განუცხადა.

„ძალიან მალე ვგეგმავთ ავიარეისების გახსნას ჩინეთიდან სომხეთის მიმართულებით. ფრენა ძალიან მოკლე ტრანზიტით განხორციელდება ჩინეთის მესამე ქალაქში, რომლის სახელს ჯერჯერობით არ ვახსენებ. ფრენებს უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ, მათი დოკუმენტური განხორციელების პროცედურა უკვე დასრულებულია. ფრენებიწელს აუცილებლად დაიწყება. სომხურ ტურისტულ კომპანიებს ვურჩევ, გადაიღონ ვიდეო კონტენტი ჩინურ ენაზე და მოემზადონ მისი გავრცელებისთვის ჩინეთში“, – განაცხადა ელჩმა.

ნახეთ მეტი
Back to top button