კულტურა

თათა, „ლადანივა“ და სომხურ-ქართული ჯგუფი „ფესტივარ“-ზე. ფესტივალის დღეები ცნობილია

ტურისტულ-მუსიკალური ფესტივალი “ფესტივარი” ბრუნდება. ამიერიდან ყოველწლიური გახდება. წელს „ფესტივალი“ კვლავ 3 ქალაქში: გიუმრიში, იჯევანსა და ეღეგნაძორში გაიმართება.

“არმენპრესის” ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ტელეკომპანიის მიერ ორგანიზებული ფესტივალის პირველი კონცერტი 27 ივლისს, გიუმრის ვარდანანცის მოედანზე გაიმართება, სადაც სრ დამსახურებული არტისტი თათა სიმონიანი წარდგება.

10 აგვისტოს იჯევანში სომხურ-ქართული საკონცერტო პროგრამა იგეგმება. მესამე კონცერტი კი 24 აგვისტოს ეღეგნაძორში გაიმართება, სადაც „ევროვიზია 2024“-ზე სომხეთის წარმომადგენელი ჯგუფი „ლადანივა“ გამოვა.

ფესტივალისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე სრ გმკს მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა სიხარულით აღნიშნა, რომ გასულ წელს გამართულ პროგრამაში 50 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ტურისტები. მისი თქმით, „ფესტივარმა“ თემებს დიდი ტურისტული სიცოცხლისუნარიანობა მოუტანა. სასტუმროებმა და საოჯახო სასტუმროებმა იმ დღეებში ვიზიტორთა უპრეცედენტო რაოდენობა დაარეგისტრირეს.

„2023 წლის ზაფხულში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, საზოგადოებრივ ტელევიზიასთან ერთად, ტურიზმის განვითარების, კულტურული ცხოვრების დეცენტრალიზაციის ხელშეწყობის,  ცხოვრების, ადგილობრივი მსახიობებისა და მცირე სათემო საწარმოების საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით 3 რეგიონში გამართა მუსიკალურ-ტურისტული ფესტივალი „ფესტივარი“, – აღნიშნა ანდრეასიანმა.

საზოგადოებრივი ტელევიზიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვანეს მოვსისიანმა გასული წლის ტურისტულ-მუსიკალური ფესტივალის „ფესტივარის“ შედეგებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ 2023 წელს ვანაძორში, გავარსა და სისიანში გამართულ მასშტაბურ კონცერტებში 2 ათზე მეტი არტისტი და ბენდი მონაწილეობდა.

„კონცერტებს წინ უძღოდა ადგილობრივი პროდუქციის ბაზრობები. 91 ბიზნესმენმა 3 ქალაქში მიიღო უფასო შესაძლებლობა წარმოედგინა თავისი პროდუქცია და მომსახურება, დაფიქსირდა გაყიდვების რეკორდული მოცულობა ერთ დღეში. თითოეული რეგიონისთვის დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები სამ ენაზე, სადაც მოთხრობილია ღირსშესანიშნაობებისა და რეგიონის შესახებ. ჩვენი სტუმრები ამ ბუკლეტის საშუალებით შეძლებენ სრულად გაეცნონ ღირსშესანიშნაობებს, ადგილობრივ კაფეებსა და რესტორნებს და სხვა საჭირო ინფორმაციას“, – განაცხადა მოვსისიანმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფესტივალში მონაწილეობენ არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ჩვენი თანამემამულეები სომხეთის სხვადასხვა კუთხიდან და დიასპორიდან.

მოვსისიანის თქმით, მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები მხოლოდ ერევანში არ უნდა ჩატარდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button