პოლიტიკა

“რუხი მგლების” სისხლიანი ჩრდილები. რით არის ცნობილი ეს თურქული ორგანიზაცია?

თურქეთის საფეხბურთო ნაკრების მცველის დემირალის ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის  “რუხი მგლებს” მისალმების ჟესტმა არა მხოლოდ ფეხბურთელის 2 თამაშით დისკვალიფიკაცია  გამოიწვია, არამედ Bild-ის ცნობით,  გერმანიასა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვის საბაბიც გახდა.  „თავისუფლება“ მოკლედ მოგვითხრობს, რა არის ამ მოძრაობის საფუძველი და რით გამოირჩევა ის.

მოკლე მიმოხილვა

„რუხი მგლები“  ანუ „ბოზგურდი“, ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) კოალიციური პარტნიორის, „ნაციონალისტური მოძრაობის“ ჩრდილოვან, ძალაუფლების ფრთად ითვლება. ორივე ორგანიზაცია დაარსებულია ერთი და იგივე პირის მიერ. მისი იდეოლოგიაა პანთურქიზმი, უკიდურესი ნაციონალიზმი. ისინი გამოირჩეოდნენ შეტაკებებით, სისხლიანი ქმედებებით და არაერთი ხმამაღალი ტერორისტული თავდასხმებით სომხების, ქურთების, ბერძნების და სხვა უმცირესობებისა და მემარცხენე მოძრაობების წინააღმდეგ თურქეთში, მათ ანგარიშზეა 1981 წელს რომის პაპ იოანე პავლე II-ის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა. ეს ორგანიზაცია აკრძალულია ავსტრიაში, საფრანგეთში, ყაზახეთში.

მოძრაობის საფუძველი

მოძრაობა 1966 წელს  პანთურანული იდეოლოგიით შექმნა პარტია „ნაციონალისტური მოძრაობის“ დამფუძნებელმა, თურქეთის არმიის პოლკოვნიკმა ალფარსლან თურქეშმა.  მანამდე კი ის გახდა თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში პირველი „27 მაისის გადატრიალების“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რის შედეგადაც პრემიერ-მინისტრი ადნან მენდერესი და მთავრობის კიდევ რამდენიმე წევრი ჩამოახრჩვეს. თურქესს ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა ჰქონდა, რამდენიმე წლის განმავლობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობაც კი ეკავა.

თურქეთი – პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყრილობის დროს აჩვენებენ „რუხი მგლების“ ნიშანს, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქისა და პარტიის დამფუძნებლის, ალფარსლან თურქეშის პორტრეტების ფონზე   (არქივი).

დღეს იგივე ჟესტს იყენებენ ერდოღანიც და თურქეთის სხვა ოფიციალური პირებიც:

თურქეთი – რეჯეფ ერდოღანის მხარდამჭერი, რომელსაც მისი პორტრეტი ახატია ზურგში  უჩვენებს “რუხი მგლების” ნიშანს, რაც აღნიშნავს მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ანკარა, 2023 წლის 29 მაისი.

მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ 2022 წლის 24 აპრილს ურუგვაიში სომეხ მომიტინგეებს ამ ჟესტით გასცა პასუხი.

სისხლი და შეტაკებები თურქეთში…

1970-იან და 1980-იან წლებში თურქეთს შიგაპოლიტიკური ძალადობის დიდმა ტალღამ გადაუარა. “რუხი მგლები”, სხვა ნაციონალისტურ მოძრაობებთან ერთად, მონაწილეობდნენ ძალადობაში ქურთების, ალევების და მემარცხენე ძალების წინააღმდეგ. ყველაზე სისხლიან შემთხვევებს შორისაა მაისმეკის შეტაკებები 1977 წელს (40-ზე მეტი მსხვერპლი), 1978 წელს მარაშის თავდასხმები ალევებსა და ქურთებზე (180-მდე მსხვერპლი).

სომხების წინააღმდეგ ბრძოლა ევროპაში

1970-იან წლებში მოძრაობამ ძალა მოიკრიბა, მაგრამ 1980 წელს  თურქეთში მორიგი გადატრიალების შემდეგ, საინააღმდეგო რეაქცია მოჰყვა.  ახალი ხელისუფლება იწყებს ბრძოლას როგორც მემარცხენე, ისე მემარჯვენე ექსტრემისტების წინააღმდეგ, თურქეშს ციხეშიც კი სვამენ.  თუმცა მათი „დიდება“ არ ჩამქრალა.  “რუხი მგლების” წევრი, აბდულა ჩატლი, რომელიც უკვე პასუხისმგებელი იყო რამდენიმე მემარცხენე აქტივისტის მკვლელობაზე, შვეიცარიაში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დააპატიმრეს. გათავისუფლების შემდეგ ის ხდება “რუხი მგლების” ლიდერი და ასევე აყვანილია თურქული დაზვერვის, MIT-ის მიერ დაქირავებულ მკვლელად როგორც ASALA-ს მებრძოლების, ისე რიგითი სომხების და ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრების წინააღმდეგ. ჩათლის სახელი დაკავშირებულია 1984 წელს ალფორტვილში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ძეგლის დაბომბვასთან. თურქმა ნაციონალისტმა განაცხადა, რომ ის  პასუხისმგებელია ჟურნალისტ არა ტორანიანის წინააღმდეგ განხორციელებულ მკვლელობაზე და ASALA-ს მეთაურის ჰაკობ ჰაკობიანის მკვლელობაზე, მაგრამ ამის ნათელი მტკიცებულება არ არსებობს. ჩატლე გარდაიცვალა 1996 წელს ავარიაში. მანქანაში სტამბულის პოლიციის უფროსის მოადგილე და მეჯლისის ერთ-ერთი დეპუტატი იმყოფებოდნენ, რომლებმაც ინტერპოლის მიერ ძებნილი, მკვლელობაში ბრალდებულ მძიმე კრიმინალთან თურქეთის ხელისუფლების ჩრდილოვანი თანამშრომლობა გამოავლინეს.

რომის პაპის მკვლელობის მცდელობა

1981 წელს შედგა  „რუხი მგლების“ ალბათ ყველაზე ცნობილი აქცია. ორგანიზაციის წევრმა მეჰმედ ალი აღჯამ პაპი იოანე პავლე II-ის მოკვლა სცადა. ზემოხსენებული ჩატლი ხელს უწყობდა დანაშაულის ორგანიზებას. თუმცა მკვლელობის მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. პაპი  დაშავდა, მაგრამ გადარჩა. ციხეში ორი წლის გატარების შემდეგ აღჯამ პაპთან შეხვედრა ითხოვა, რაც 1983 წელს მოხდა. შეხვედრისას აღჯამ მოინანია და პაპისგან პატიება მიიღო.

იტალია – პაპი იოანე პავლე II-ისა და მეჰმედ ალი აღჯას შეხვედრა, რომი, 1983 წლის 27 დეკემბერი.

ვინ აკრძალა მოძრაობა, როდის და როგორ?

2019 წელს ავსტრიამ აკრძალა „რუხი მგლების“, ასევე ქურთისტანის მუშათა პარტიისა და თურქი მარქსისტების სიმბოლოების ჩვენება. 2020 წელს, 44-დღიანი ომის დროს, საფრანგეთში თურქმა ნაციონალისტებმა მოაწყვეს რამდენიმე თავდასხმა სომხებზე და გაიარეს ლიონის ქუჩებში, რის შემდეგაც საფრანგეთმაც აკრძალა ორგანიზაცია. “რუხი მგლები” ასევე აკრძალულია მუსულმანურ და თურქულ ყაზახეთში. გერმანიაში, სადაც ბოლო სკანდალი მოხდა, ისინი არ არიან შავ სიაში, მაგრამ იმყოფებიან ადგილობრივი სამართალდამცავების კონტროლის ქვეშ.

მოძრაობა აზერბაიჯანში

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, არცახის პირველი ომის დროს, ბაქოს “რუხი მგლების” დამფუძნებელი თურქეში ესტუმრა. მცირე ხნის შემდეგ “ბოზღურდების” რამდენიმე ასეული წევრი აზერბაიჯანში გადავიდა. ტოვუზში, ადგილობრივი პოლიციელის ნოვრუზ ჰასანოვის ჩვენებით, შეკრიბეს 500-კაციანი რაზმი, რომელიც არამარტო იბრძოდა სომხების წინააღმდეგ, არამედ აზერბაიჯანელების საბრძოლო მომზადებასაც ეწეოდა. მოძრაობამ პოლიტიკური საფუძველიც მიიღო, როდესაც 1992-93 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა ისკანდერ ჰამიდოვმა დააარსა პარტია სახელად ბოზგურდი. სხვათა შორის, მისი მოღვაწეობის პერიოდში, HRW-ს ცნობით, „ბოზგურდმა“ გამოაქვეყნა იმ სომხების მისამართები, რომლებიც ომის დროს აზერბაიჯანში აგრძელებდნენ ცხოვრებას და ისინი ნაციონალისტების სამიზნე გახდნენ.

1995 წელს აზერბაიჯანული OPON აჯანყდა ტოვუზსა და ყაზახეთში, რომლის უშუალო მეთაური ერთ დროს ჰამიდოვი იყო. აჯანყება ჩახშობილი იქნა, „ბოზგურდი“ აიკრძალა და ჰამიდოვი ციხეში ჩააგდეს. გათავისუფლების შემდეგ მან დააარსა ეროვნული სახალხო პარტია იგივე პანთურქისტული იდეოლოგიით.

აწმყო

თურქი ნაციონალისტები აგრძელებენ აქტიურობას ქვეყანაში, სადაც მათი „უფროსი ძმა“ MHP ერდოღანის პარტიის კოალიციური მოკავშირეა. ისინი ასევე აქტიურობენ დასავლეთში, სადაც მოქმედებენ სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ეგიდით და ხშირად კონფლიქტში არიან სომხებთან, ქურთებთან თუ ალევებთან. სირიის ომის ფონზე მათთვის სამხედრო ფრონტიც გაიხსნა, ბოლო წლებში ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში პრეზიდენტ ასადის და ქურთების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეპიზოდი იყო 2015 წელს, როდესაც თურქეთის ქალაქ ქებანის მერის შვილმა ალფარსლან ჩელიკმა ჩამოაგდო რუსი მფრინავი ოლეგ ფეშკოვი, რომლის თვითმფრინავმა სირიის თავზე გაანადგურა თურქული F-16.

ნახეთ მეტი
Back to top button