საზოგადოება

სომხურმა ავიაკომპანიამ ისრაელის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო

სომხურმა საბიუჯეტო ავიაკომპანიამ Flyone Armenia ამ კვირაში რეგულარული ფრენები დაიწყო თელ-ავივის მიმართულებით. ერევნის “ზვართნოცის” აეროპორტიდან თვითმფრინავები “ბენ გურიონის” აეროპორტში კვირაში ორჯერ, ოთხშაბათს და კვირას დაეშვებიან, იუწყება პორტალი Details.

სომხურ ავიაკომპანიას ჰყავს ოთხი თვითმფრინავი: Airbus A-319, A-320, A-321 და A-330. ისრაელში სომხურ კომპანიას წარმოადგენს ისრაელის Mona Tours კომპანია, რომელიც ასევე წარმოადგენს FlyOne Moldova კომპანიას.

ნახეთ მეტი
Back to top button