პოლიტიკა

აშშ-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების ცალკეული ურთიერთობები აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან  – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უპასუხა “ამერიკის ხმის” სომხური სამსახურის კითხვებს სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნებისა და ბაქოს პასუხის, ასევე  ამა წლის ნოემბერში აშშ-ში ჩასატარებელი არჩევნების შემდეგ  სომხეთის მიმართ  პოლიტიკაში შესაძლო ცვლილებების შესახებ.

სამხედრო წვრთნებსა და აზერბაიჯანის  განცხადებებზე კითხვის პასუხად  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აშშ-ს აქვს ხანგრძლივი პარტნიორობა სომხეთთან, ამის მაგალითია  მათი სტაბილური თანამშრომლობა  კანზას [შტატის] ეროვნულ გვარდიასთან [აშშ], თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის გარგლებში.

სახელმწიფო დეპარტამენტმა დასძინა, რომ „აშშ-ს აქვს  ცალკე ურთიერთობა  თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში  აზერბაიჯანთან, მათ შორის თანამშრომლობა მრავალეროვნულ წვრთნებში, როგორიცაა ამ ბოლოს საქართველოში ჩატარებული  Agile Spirit, NATO-ს პარტნიორობა მშვიდობისთვის და რიგი სხვა ორმხრივი ფორმატები.  რაც ჩამოჰგავს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამას.

სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობის საკითხთან დაკავშირებით, აშშ-ს საგარეო საქმეთა დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სომხეთი და აზერბაიჯანი განაგრძობენ მნიშვნელოვან პროგრესს სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ჩამოყალიბებისკენ და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ პროცესს.  დადგა მშვიდობის დრო“.

ნახეთ მეტი
Back to top button