საზოგადოება

მეფე ფილიპემ სომხური წარმოშობის ბელგიელ მოღვაწეს ბარონის წოდება მიანიჭა

ბელგიის მეფე ფილიპე I-მა ბარონის წოდება მიანიჭა ცნობილ ბელგიელ ბიზნესმენს და სომეხი საზოგადო მოღვაწეს პიერ გურჯიანს.

პიერ გურჯიანმა ბრიუსელში „ARMENPRESS“-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში ისაუბრა მისი მამის მიერ თურქეთიდან ბელგიაში გადმოსვლის ისტორიაზე, სომხეთში რუბენ ვარდანიანთან და ნუბარ აფეიანთან ერთად ვიზიტებზე „სომხეთი 2020“-ის ფარგლებში.

ცნობილი ფიგურა ამბობს, რომ ის ბარონის წოდებას მიიჩნევს,  როგორც პასუხისმგებლობას და ხელს უწყობს ბელგიაში ინვესტიციების გაგრძელებას, განსაკუთრებით ყველაფერში, რაც გულისხმობს ახალგაზრდების და ქალების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ ინვესტიციების ჩადება უკეთესი საზოგადოების მშენებლობაში.

ოჯახზე საუბრისას გურჯიანმა აღნიშნა, რომ დედამისი ბელგიელია, წარმოშობით  ანტვერპენიდან, ამიტომ იგი მხოლოდ მამის მხრიდანაა სომეხი. „ჩემი ოჯახი ბელგიაში 1921 წელს ჩავიდა. ბაბუაჩემი, კარაპეტ ჩარლზ გურჯიანი, კონსტანტინოპოლის (დღევანდელი სტამბოლი) სომეხი ვაჭრების ოჯახიდან იყო.

„დავიბადე კულტურასთან  პირდაპირი შეხების  გარეშე. 40 წლამდე ბელგიაში ფაქტიურად მხოლოდ 3 სომეხს ვიცნობდი. ასე რომ, მე მთლიანად სომხური თემის მიღმა ვიყავი. მე არასოდეს მილაპარაკია  ამ ენაზე, არც სომხურ კერძებს  ვამზადებდით სახლში.  სომხეთით 2001-2002 წლებში ძალიან დავინტერესდი, მაგრამ სხვა რაკურსით. ეს იყო მსხვილი პროექტი „სომხეთი 2020“ ფარგლებში რუბენ ვარდანიანისა და ნუბარ აფეიანის მონაწილეობით. ძალიან აქტიური ვიყავი ამ პროექტში. 2016-2020 წლებში 6 კვირაში ერთხელ ჩამოვდიოდი  სომხეთში. ამიტომ, მე მქონდა ძალიან ძლიერი ჩართულობა სომხურ ყოველდღიურობაში. ჩემი მოკრძალებული წვლილი დღევანდელ სომხეთში მიზნად ისახავდა არა ჩემს ფესვებთან კავშირის აღდგენას, არამედ მის შექმნას, ან თუნდაც ისეთი იდენტობის შექმნას, რომელიც ნაკლებად ემყარება ისტორიას და უფრო მეტად მომავლის პროექციაზეა დაფუძნებული“, – ამბობს გურჯიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button