საზოგადოება
ჩელსი კლინტონი უერთდება Aurora Prize -ს ამომრჩეველ კომიტეტს

კლინტონის ფონდის ვიცე პრეზიდენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ჩელსი კლინტონი, შეუერთდა მსოფლიო ჰუმანიტარული ჯილდოს „ავრორა“ ამომრჩეველ კომიტეტს. დოქტორი კლინტონი ცნობილია თავისი ძალისხმევით, გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, შთააგონოს მომავალი ლიდერები მთელს მსოფლიოში და ხელი შეუწყოს ცნობიერების ამაღლებასა და მოქმედებას მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ჯანდაცვის თანასწორობაზე. ინფორმაციას „ავრორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. Aurora Prize (1 მილიონი დოლარი) ენიჭებათ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ კონფლიქტის ზონაში ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულის შედეგად დაზარალებული ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. წერს factor.am







