საერთაშორისო

კამალა ჰარისმა მისი კანდიდატურა ოფიციალურად აღიარა, ობამამ კი მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საპრეზიდენტო კანდიდატად დადასტურდა ჩიკაგოში გამართული დემოკრატიული პარტიის ეროვნული კონვენციის საზეიმო კენჭისყრაზე. მას ხმა 4 566-მა დელეგატმა მისცა, როგორც „ARMENPRESS“-ი  იუწყება, ჰარისი იმ დროს ვისკონსინის შტატში იმყოფებოდა, სადაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ტიმ ვალცთან ერთად წინასაარჩევნო აქციას მართავდა. იქიდან იგი შეუერთდა ჩიკაგოში გამართულ კონგრესს და მიიღო მისი კანდიდატურა, ხოლო ჩიკაგოში, სადაც კონვენციის მეორე დღე გაიმართა, ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ყოფილმა პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ გამოუცხადეს მხარდაჭერა კამალა ჰარისს.

ბარაკ ობამას თქმით, „ამერიკა მზად არის უკეთესი ისტორიისთვის“. ობამამ გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება ტრამპის პრეზიდენტობის კიდევ ოთხი წელი.

„ამერიკა მზად არის ახალი ფურცლისთვის, ამერიკა მზად არის უკეთესი ისტორიისთვის. ჩვენ მზად ვართ პრეზიდენტ კამალა ჰარისისთვის”, – თქვა ობამამ.

 მან ასევე აღნიშნა, რომ ისტორიას ემახსოვრება პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ობამას პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა. ბაიდენმა ისაუბრა დემოკრატების ეროვნული კონვენციის პირველ დღეს. ის სცენაზე აცრემლებული გამოვიდა, გრძელ გამოსვლაში ჩამოთვალა მისი მიღწევები პრეზიდენტობის დროს და შეაქო კამალა ჰარისი და აღნიშნა, რომ კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მის კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button