საზოგადოება
რა პოზიციას იკავებს სომხეთი ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტით მოსარგებლე ქვეყნების რეიტინგში

Speedtest Global Index-ის მიხედვით სომხეთი მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში 81-ე ადგილზეა. სომხეთში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 31,16 Mbps-ია.
აზერბაიჯანი 49-ე ადგილზეა (53,98 Mbps), ხოლო საქართველო 68-ე (38,43 Mbps).
ექსპერტების აზრით, ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშია (360 Mbps). მეორე ადგილზეა ყატარი (344 Mbps), მესამეზე ქუვეითი (232 Mbps).







