საზოგადოება

თბილისში გამოთვალეს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7 წლით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში, იტყობინება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა.

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 74 წელია, ქალები საშუალოდ გაცილებით მეტხანს ცხოვრობენ (79,2 წელი), ვიდრე მამაკაცები (69,7 წელი).

„Sputnik საქართველოს“ ინფორმაციით, ამ ინდექსით საქართველო 200 ქვეყანას შორის 101-ე ადგილზეა.

სიცოცხლის ხანგრძლივობით ევროპაში ლიდერი ესპანეთია, სადაც ადამიანები საშუალოდ 84 წელს ცხოვრობენ. მას მოსდევს იტალია (83,7 წელი) და მალტა (83,6 წელი).

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, საქართველო მხოლოდ რუსეთს უსწრებს (73,3 წელი).

თურქეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77,8 წელია, აზერბაიჯანში – 74,5 წელი, სომხეთში – 75,8 წელი.

ნახეთ მეტი
Back to top button