პოლიტიკა

ლავროვის განცხადება ცინიზმია  –  ხელშეკრულების დამრღვევები არიან რუსეთი და აზერბაიჯანი

„პუტინმა დიდი ხნის წინ აუნთო ალიევს  სომხეთზე თავდასხმისთვის „მწვანე შუქი“. ალიევს რომ შესაძლებლობა ჰქონოდა საკითხი სამხედრო გზით გადაეჭრა, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა. პუტინი მოუწოდებს ალიევს სამხედრო ძალით აიღოს დერეფანი“. ამის შესახებ პოლიტოლოგი ედგარ არაქელიანი აღნიშნავს, მიმოიხილავს რა  ბაქოში გამართულ პუტინისა და ალიევის შეხვედრას.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი  ახორციელებს საბოტაჟს სიუნიქზე გამავალი გზების განბლოკვაზე, არაქელიანმა აღნიშნა: „ლავროვის განცხადება არის ცინიზმი. რუსეთ-აზერბაიჯანის ბინძური ოპერაციების შედეგად 9 ნოემბრის დოკუმენტის 1-8 პუნქტები დაარღვიეს  რუსეთმა და აზერბაიჯანმა. არავის სჯერა რუსული დიპლომატიის“.

არაქელიანის თქმით, აზერბაიჯანისთვის გარკვეულწილად მომგებიანია 9 ნოემბრის დოკუმენტის გაუქმება. „მთავარია დერეფნის საკითხი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დერეფნის საკითხი უფრო მეტად აინტერესებს რუსეთს. შემთხვევითი არ არის, რომ ამაზე საუბრობს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი და არა აზერბაიჯანი“.

ნახეთ მეტი
Back to top button