
27 აგვისტოს სრ საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არსენ აივაზიანმა მიიღო დელეგაცია სომხეთსა და საქართველოში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს იურიდიულმა ატაშე ალექსანდრე ვ. ტიგუის ხელმძღვანელობით.
როგორც “არმენპრესს” აცნობეს სრ საგამოძიებო კომიტეტიდან, არსენ აივაზიანმა მიულოცა რა ალექსანდრე ვ.ტიგუის თანამდებობაზე დანიშვნა, გამოთქვა რწმენა, რომ თბილი და ეფექტური თანამშრომლობა, რომელიც ჩამოყალიბდა სრ საგამოძიებო კომიტეტთან და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, ასევე სომხეთში აშშ-ის საელჩოსთან, წარმატებით განვითარდება ბატონ ალექსანდრე ვ. ტიგუის წინა საქმიანობის მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით, ისევე როგორც 2023 წ. სრ საგამოძიებო კომიტეტსა და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით შექმნილი შესაძლებლობები, რამაც ორ ინსტიტუტს შორის ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანა.
ალექსანდრე ვ. ტიგუიმ, მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის, გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობა, ასევე სრ საგამოძიებო კომიტეტის გაძლიერებისკენ მიმართული ერთობლივი პროგრამების შემდგომი განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს განსაკუთრებით ტრანსნაციონალური დანაშაულების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივ ბრძოლაში ორივე მხარის მიერ ჩადებული ძალისხმევა, და ხელს შეუწყობს სომხეთში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განვითარებას.
წყაროს ცნობით, შეხვედრაზე არსენ აივაზიანმა წარმოადგინა სომხეთში საგამოძიებო სისტემის სტრუქტურული და ფუნქციონალური თავისებურებები, სრ საგამოძიებო კომიტეტში რეფორმების პროცესი.
მოსაზრებები გაცვალეს უკვე ჩამოყალიბებული მდიდარი ბაზის საფუძველზე თანამშრომლობის განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და ფორმატებზე. ხაზი გაესვა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველ დანაშაულებზე წინასწარი გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის პროცესის გაგრძელებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას სისხლის სამართლის პროცესში.







