ეკონომიკა
სომხეთის ეკონომიკის ყველა სექტორში აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

სომხეთში 2024 წლის იანვარ-ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში ხაზგასმულია, რომ ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი ზემოაღნიშნულ პერიოდში 10.4% იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, ზრდა ეკონომიკის ყველა სექტორში დაფიქსირდა, რაც განპირობებული იყო როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის ზრდით.







