სომხეთი მუშაობს შეერთებული შტატებტან, ინდოეთთან პირდაპირი ფრენების საკითხზე – მინისტრი

სომხეთი მუშაობს შეერთებული შტატების, ინდოეთის მიმართულებით, რათა პირდაპირი ფრენები გვქონდეს. ამის შესახებ დღეს, 3 სექტემბერს, ზვართნოცის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბარში ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა განაცხადა. ის აეროპორტში იმყოფებოდა ურუმჩი-ერევანი-ურუმჩის მარშრუტის პირველი რეისის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად.
„ჩვენ ვგეგმავთ, რომ გვქონდეს ახალი მიმართულებები საავიაციო სექტორში, მუდმივად გავაფართოვოთ გეოგრაფია სომხეთსა და სომხეთიდან სხვა მიმართულებებზე, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი გაიზრდება. ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან არის მთელი რიგი ახალი მიმართულებები, რომლებზეც თანმიმდევრული მუშაობა მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში გვექნება ახალი მსგავსი რეისები მსოფლიოს დიდ ქალაქებსა და ქვეყნებში“, – განაცხადა გნელ სანოსიანმა.







